მთავარიკულტურა16 წლის შემდეგ „ავატარი“ კინოთეატრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია

16 წლის შემდეგ „ავატარი“ კინოთეატრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია

16 წლის შემდეგაც „ავატარი“ კინოთეატრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. ამას მისი შემოსავლებიც ადასტურებს — მესამე სერიამ მსოფლიო მასშტაბით უკვე 345 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. „ცეცხლი და ფერფლი“ მეორე ნაწილის ისტორიას აგრძელებს.

მოვლენები კვლავ პლანეტა პანდორაზე ვითარდება. ჯეიკი და ნეიტირი კი მათი შვილის, ნეტეიამის, დაკარგვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

პლანეტაზე კონფლიქტი კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ისინი ხვდებიან ახალ აგრესიულ ტომს, რომელსაც „ფერფლის ხალხს“ უწოდებენ.

ჯეიკის ოჯახს საკუთარი გადარჩენისთვის და პანდორას მომავლის დასაცავად ბრძოლა უწევს. ეს ბრძოლა მათ ემოციურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოცდის.

ავატარის მესამე ნაწილი არ იყო ერთადერთი ფილმი, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

საახალწლოდ კინოთეატრებში კიდევ სამი ახალი ფილმი გამოჩნდა: „მოახლე“, „დავითი“ და „სპანჯბობი“.

აქედან განსაკუთრებით პოპულარული „დავითი“ აღმოჩნდა. ფილმი ეპიკურ ბიბლიურ ისტორიას აცოცხლებს და გვიამბობს გოლიათზე, რომელსაც ახალგაზრდა მწყემსი უპირისპირდება.

რაც შეეხება „მოახლეს“, ეს პოლ ფეიგის ფსიქოლოგიური თრილერია, რომელშიც მთავარ როლებს სიდნი სვინი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ. ფილმი დაფუძნებულია ფრიდა მაკფადენის ბესტსელერზე და მოგვითხრობს ქალის ისტორიას, რომელსაც რთული წარსული აქვს და რომელიც მდიდარ ოჯახში მოახლედ იწყებს მუშაობას.

და, რა თქმა უნდა, „სპანჯბობი“ — ფილმი მოგვითხრობს სპანჯბობის თავგადასავალზე, რომელიც საკუთარი სიმამაცის დასამტკიცებლად წყალქვეშ მეკობრის აჩრდილს უპირისპირდება, სხვადასხვა გამოწვევას აწყდება და საბოლოოდ ზღვის საიდუმლოებებსაც აღმოაჩენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend