დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელში დაწერა, რომ აწესებს ვენესუელას საზღვაო ბლოკადას იმ ნავთობტანკერებთან მიმართებით, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ არის.
„არალეგიტიმური მადუროს რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს იყენებს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტიკებით ტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობისა და გატაცებისთვის.
ჩვენი აქტივების ქურდობისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ამიტომ დღეს მე გავცემ ბრძანებას ვენესუელაში შემავალი და გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული და ტოტალური ბლოკადის შესახებ“, – წერს Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი.
აშშ-ის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში კარიბის ზღვაში ვენესუელის სანაპიროსთან რეგიონის ისტორიაში უდიდესი საზღვაო ძალა შეკრიბა კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით.

