კომპანია Meta-მ დაიწყო 16 წლამდე ავსტრალიელი ბავშვების ანგარიშების წაშლა Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე – ერთი კვირით ადრე იქამდე, სანამ ოფიციალურად ძალაში შევა ავსტრალიის კანონი მოზარდების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით.
მოსალოდნელია, რომ წაიშლება 13-დან 15 წლამდე ბავშვების Facebook-ის 150 ათასამდე ანგარიში და Instagram-ის 350 ათასამდე ანგარიში.

