BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს.
ეს უკავშირდება გამოცემა Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საუბარია BBC-ის პროგრამა „პანორამის“ შესახებ და ნათქვამია, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, დონალდ ტრამპის 2021 წლის სიტყვით გამოსვლის ორი მონაკვეთი ისეა დამონტაჟებული, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის უშუალო წამქეზებლად გამოჩნდა.

