კატეგორიები
„საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის უმძიმესი დღე დადგა!” – ევროკომისიის ანგარიშს თბილისში ეხმაურებიან
კუბი

„საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის უმძიმესი დღე დადგა!” – ევროკომისიის ანგარიშს თბილისში ეხმაურებიან

ევროკავშირის კომისიის კრიტიკულ ანგარიშს საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და უფლებადამცველები ეხმაურებიან.

„საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!” – დაწერა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ გაფართოების ანგარიში უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული.

Latest video