850-ზე მეტი საზოგადო მოღვაწე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ლიდერები, ითხოვენ ე.წ. სუპერინტელექტის განვითარების შეჩერებას “სანამ არ შეიქმნება კონსენსუსი მის უსაფრთხო გამოყენებაზე”.
სუპერინტელექტი არის ისეთი ხელოვნური ინტელექტის ფორმა, რომელიც თეორიის მიხედვით, ადამიანურ ინტელექტს ყველა სფეროში გადააჭარბებს.

