მთავარიკუბი9 დაპატიმრებული ქუჩის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის

9 დაპატიმრებული ქუჩის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის

არ წყდება გამოხმაურება გზის გადაკეტვისა და აქციაზე სახის დაფარვის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ მოქალაქეთა პერსონალურ გვერდებზე მათი მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ 19 ოქტომბერს 14 პირი დააკავეს – 9 მათგანს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დაპატიმრებულთა შორის არის ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია. მას ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეკრება/მანიფესტაციებს ეხება და რომლის თანახმადაც, ქუჩის გადაკეტვა ან სახის დაფარვა უკვე პატიმრობით ისჯება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend