მთავარიკუბირუსი პროპაგანდისტების ჩივილი

რუსი პროპაგანდისტების ჩივილი

ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ვიდრე მნიშვნელოვნად შემცირდება სოციალურ ქსელებში, მაგალითად, ტელეგრამზე ვრცელდება არაერთი ცნობა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სტრატეგიული ობიექტბი კვლავ დააზიანეს დრონებით.

ამ ეტაპზე უკრაინას რუსეთის სიღრმეში მხოლოდ ეროვნული წარმოების დრონებით შეუძლია შტურმების მიტანა. თუმცა ამ იარაღს რომ ეფექტიანად იყენებენ ჩანს იმაშიც, რომ უკვე ღიად ვრცელდება ცნობები, თუ რა ეკონომიკური პრობლემების წინაშეა რუსეთი და თავად რუსული არმიაც.

რუსი სამხედრო ბლოგერები,რომლებიც ადრე პროპაგანდისტურ გზავნილებს ავრცელებდნენ და განადიდებდნენ რუსეთის არმიას, ახლა ღიად საუბრობენ პრობლემებზე.

„ბენზინგასამართმა სადგურებმა საწვავის გაცემის მოცულობის შეზღუდვა დაიწყეს. უკვე ერთ თვეზე მეტია, მოდის შეტყობინებები და ჩივილები საწვავის მიწოდების შეფერხებებზე ბენზინგასამართ სადგურებზე. შეზღუდვა არის 10-20 ლიტრი ერთ ვიზიტორზე, ან გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ დიზელის გაყიდვა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უკვე აშკარად გამოიკვეთა და ძალას იკრებს ეკონომიკური კრიზისის ვარდნა. დარტყმები ენერგეტიკულ კომპლექსზე გვართმევს შემოსავალს. უფრო სწორად, სახელმწიფოს ართმევს შემოსავალს. მეორე მხრივ, საწვავის დეფიციტმა შეიძლება საერთოდ გამოიწვიოს, გააძლიეროს კრიზისი. საწვავის დეფიციტმა, მისმა სიძვირემ… ეკონომიკა დაეცემა, ყველაფერი სწრაფად მოხდება…“, – ამბობს პროპაგანდისტი მაქსიმ კალაშნიკოვი.

ეკონომიკურ პრობლემებთან პირდაპირაა დაკავშირებული რუსული არმიის მომარაგება. სწორედ ამ კუთხით გამოთქვა მოსაზრებები ჩერეპოვეცკის ქარხნის დირექტორმა ვლადიმირ ბოგლაევმა.

„ათასი თვითმფრინავის ხელშეკრულება 2030  წლისთვის გაფორმდა. თუკი ეს სწორად, ნორმალურად დაიგეგმება, ამ პროგრამას დასჭირდება დაახლოებით ორმოცდაათი ტრილიონი რუბლის გამოყოფა, რათა ჩატარდეს ყველა აუცილებელი, არა ძირითადი, არამედ აუცილებელი ღონისძიება: და რა ვუყოთ რაკეტებს, რომელთა რაოდენობა მცირდებაა? ამ ყველაფრისთვის, თუკი სრულად, ნორმალურად დაიგეგმება რეალური პროგრამები, ღონისძიებები, ფული არ გვეყოფა. შემდეგ ჩნდება კითხვა. ჩვენ კორექტირებას ვუკეთებთ მიზნებს თუ არა? დიახ, ნაწილობრივ ვუკეთებთ. ჩვენ უკვე აღარ ვსაუბრობთ ათასობით თვითმფრინავზე, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ 600-ზე, 500-ზე. მაგრამ ეს მაინც ციფრებია, რომლებიც ფინანსურად არ შეესაბამება ქვეყნის შესაძლებლობებს. არც ტექნოლოგიურ, და არც ფინანსურ შესაძლებლობებს -დღეს არ შეესაბამება“,  – ამბობს ვლადიმირ ბოგლაევი.

დაახოლებით ერთი თვე რჩება და უკრაინაში წვიმების სეზონის გამო ლანდშაფტი შეიცვლება. აქტიური სახმელეთო ოპერაციებისს მსგავსად შემცირდება დრონებით იერიშების მასშტაბებიც, რთული კლიმატური პირობების გამო.

ანალიტიკური გამოცემები წერენ, რომ ამ პერიოდში კიევს რუსეთისთვის არაერთი სიურპრიზი შეიძლებ კიდევ ჰქონდეს შემონახული.

მაგალითად, იერიში ყირიმის ხიდზე. და ეს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო მედიის ცნობით აშშ-მა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწვდის სადაზვერვო მონაცემებს შორი მანძილის სარაკეტო და დრონებით დარტყმებისთვის რუსეთის სიღრმეში. და თუ ამას დაემატება შორი მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტები, საბრძოლო მოქმედებები ახალ ინტენსივობას შეიძენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend