მთავარიკუბიშსს-მ მელიქიშვილის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მელიქიშვილის გამზირზე 8 სექტემბრის ღამით მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავს დაესხნენ მათ რეპორტიორებს და პირდაპირ ჩართვის დროს წაართვეს მობილური ტელეფონები.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ნეტგაზეთმაც“. გამოცემის ცნობით, მათ ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიცია უშლიდა ხელს.

კახა კალაძის მხარდამჭერებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ უნგრელ ჟურნალისტს, ლასლო მეზეშს.

შსს-ის ცნობით, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა თქმით, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე დემონსტრანტების მისვლას და მათ საპროტესტო შეძახილებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მისამართით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend