ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. მან ანტონ ჩეჩინი წარდგენილ ბრალდებაში – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობაში დამნაშავედ ცნო.
ანტონ ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და ეს მის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.
მუხლი, რომლითაც მას პროკურატურა ედავებოდა, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.