მთავარისაქართველო8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა.

მან ბრალდებულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებითა ან მასში მონაწილეობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.

პროკურატურა აქციებისას დაკავებულ ამ სამ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა.

ამ საქმეში ბრალდებულ კიდევ ხუთ პირს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებოდათ, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით 2-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend