მთავარიკუბისაქართველოში NGO-ების დაყადაღებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

საქართველოში NGO-ების დაყადაღებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

საქართველოში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი.

„დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ მოხსენიებით, ხელისუფლება აფერხებს მათ საქმიანობას და საშიში სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს. ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით, თავად საქართველოს ხელისუფლება ჩადის „საბოტაჟს“ საკუთარი მოსახლეობის უფლებების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები უნდა შეწყდეს“ , – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებას პლატფორმა X-ზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, სამოქალაქო ორგანიზაციების საბაკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ კრიტიკულად აფასებს სენატორი ჯო უილსონი.

„ქართული ოცნების” ანტი-ამერიკული რეჟიმი მეტ რეპრესიას ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი თავისი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქმის აღკვეთას ცდილობენ. MEGOBARI აქტი საჭიროა დაუყოვნებლივ!” – წერს პლატფორმა X-ზე უილსონი.

NGO-ების ანგარიშების დაყადაღების ამბავს ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიენეც.

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა თითქოსდა „საბოტაჟის“ საფუძველზე დემონსტრანტებისთვის საბაზისო დაცვითი აღჭურვილობის მიცემისთვის. ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს. “,- წერს იუკნევიჩიენე პლატფორმა X-ზე.

სამოქალაქო სექტორის ფინანსური რესურსის დაყადაღებას კრიტიკული შეფასებით ეხმიანება სენატორი ჯინ შაჰინი.

ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. ისევე როგორც ეს არ არის ‘სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი. მე კვლავ ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია.“ -წერს პლატფომა X-ზე შაჰინი.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend