ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების თაობაზე.
უსაფრთხოების კაბინეტის სხდომამდე, ნეთანიაჰუ ესაუბრა ტელეკომპანია Fox News, სადაც თქვა, რომ ისრაელი აპირებს სრულად მოაქციოს ღაზის სექტორის ისრაელის კონტროლის ქვეშ, თუმცა არ აპირებს მის შენარჩუნებას.
“ჩვენ გვინდა ამის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც სათანადოდ მართავენ ისე, რომ არ დაგვემუქრებიან ჩვენ და უზრუნველყოფენ ღაზის მოსახლეობისთვის კარგ ცხოვრებას – ეს შეუძუნძულებია ჰამასთან”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
