ისრაელის სამხედრო ძალებმა ევაკუაციის შესახებ ახალი ბრძანება გასცეს, ცენტრალური ღაზიდან ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
ბრძანება ვრცელდება იმ დანაღმულ ტერიტორიებზე, სადაც ისრაელის სახმელეთო ძალები აქამდე თითქმის არ შესულან და სადაც განთავსებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძირითადი ცენტრები.
ამიერიდან დეირ ალ-ბალაჰისა და სამხრეთ ქალაქებს — რაფაჰსა და ხან-იუნისს შორის კავშირი წყდება.
„ჩვენ მშვიდად გვეძინა სახლებში, სიწყნარე იყო, არაფერი ხდებოდა. უცებ თვითმფრინავებიდან ჩამოყარეს ფურცლები, რომმლებზეც ეწერა, რომ ჩვენი ტერიტორია „წითელ ზონად“ იყო გამოცხადებული. გაოცებულები დავრჩით. მართალია, ასეთი შემთხვევა აქამდეც იყო, მაგრამ ასეთ მასშტაბურ არეალზე — არასდროს. ახლა თითქმის მთელი დეირ ალ-ბალაჰი, მისი სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები წითელ ზონად არის გამოცხადებული. ხალხი იტანჯება და წუწუნებს. ტრანსპორტი არ არსებობს — ყველას ზურგით ან ხელით მიაქვს თავისი ნივთები. დაბომბვაც გრძელდება. ისინი ხალხს აფრთხილებენ და სულ ახლახან ააფეთქეს აბუ მაგასის სახლი. ადრეც გააფრთხილეს მოსახლეობა, თუმცა ევაკუაცია ვერ მოასწრეს“ -ამბობს დეირ ალ-ბალაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებმა მანალ აბუ მანდილმა.
გაერო ცდილობს, დააზუსტოს, გაიცა თუ არა ევაკუაციის ბრძანება მისი ობიექტების მახლობლად დეირ ალ-ბალაჰის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
The ban on international media to enter Gaza continues.
The livestream of horrors from #Gaza goes on despite the ban, for 650 days. No one can claim they didn’t know.
UNRWA teams work although they themselves are starving and exhausted.
Lift the siege, allow UNRWA to bring in… pic.twitter.com/050CWiWNaH
— UNRWA (@UNRWA) July 20, 2025
ისრაელის არმიის პრესსპიკერმა ავიხაი ადრეიმ მოსახლეობას მოუწოდა, გადავიდნენ მუვასის ჰუმანიტარულ ზონაში — ღაზის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც დროებითი კარვებია მოწყობილი..
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კატარში ამ ეტაპზე უშდეგოდ მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სამხედრო წნეხის გაძლიერება ,,ჰამასზე“ საბოლოო შეთანხმების მიღწევას დააჩქარებს.
ისრაელის სამხედორების თქმით, ისინი უკვე აკონტროლებენ ღაზის ტერიტორიის 65%-ზე მეტს.
ცენტრალურ ღაზაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს ახლა მხოლოდ ის აინტერესებს, სად უნდა წავიდნენ და რამდენ ხანს გაგრძელდება ევაკუაციის პროცესი.