ბაქოში დაკავებული „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ხუთი თანამშრომელი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, გათავისუფლდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებსაც აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვთ, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი კვლავ საპატიმროში რჩებიან.
