CNN და The New York Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამერიკული დაზვერვის ადრეული შეფასების თანახმად, აშშ-ის მიერ ირანზე სამხედრო თავდასხმამ ბირთვულ ობიექტებზე არ გაანადგურა მთლიანად ირანის ბირთვული პროგრამა, არამედ შეაფერხა და სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია მისი წარმოება.
NYT-ის წყაროს ცნობით, დაზვერვის წინასწარი დასკვნა ასეთია: აშშ-ის სამხედრო ოპერაციით განადგურდა მხოლოდ მცირე ნაწილი ბირთვული პროგრამის. ირანის ხელისუფლებამ სავარაუდოდ მოახერხა გამდიდრებული ურანის უმეტესი ნაწილის გადამალვა, სანამ შეუტევდნენ.