„ფორმულას” და „TV პირველის“ ცნობით, „ქართულმა ოცნებამ” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
პარტია ტელეკომპანიებს მაუწყებლობის შესახებ “კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას” ედავება.
კერძოდ, ეს შეეხება ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიცაა: „რეჟიმი,” „არალეგიტიმური ხელისუფლება,” „კლანის სასამართლო“ და სხვა.
„ეს არის კიდევ ერთი რეპრესირების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების.
საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს, მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება”, – წერს იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.