მთავარიკუბიოპერაცია „ობობას ქსელი” - უკრაინული თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე

ოპერაცია „ობობას ქსელი” – უკრაინული თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვასილი მალიუკთან, ვისგანაც მოისმინა სპეცოპერაცია სახელად „ობობას ქსელის“ შესახებ ანგარიში, რომლის ფარგლებში უკრაინულმა დრონებმა შეუტია რუსულ სამხედრო აეროდრომებს.

„ერთი წელი ექვსი თვე და ცხრა დღე – დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ განხორციელებამდე. ჩვენი ყველაზე შორი მოქმედების ოპერაციაა. ჩვენი ხალხი, რომლიც ამზადებს ოპერაციას დროულად გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან. მადლობა გადავუხადე გენერალ ვასილი მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დაამატა რამდენიმე დეტალი ოპერაციის შესახებ. მისი თქმით, სულ აამოქმედეს FPV 117 დრონი დაა ასევე ზელენსკის თქმით, შტაბ-ბინა ამ ოპერაციის რუსეთში მდებარეობდა. „ყველაზე საინტერესოა, ამაზე უკვე საჯაროდ შეიძლება საუბარი – ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ FSB-ს მახლობლად ერთ-ერთ ოლქში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აეროდრომებზე შეტევის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაპარკის მესამედზე მეტი და ზარალმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია აეროდრომებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ და მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. თავდაცვის უწყების ცნობით,  უკრაინულმა მხარემ FPV-დრონებით შეუტია რუსეთის ხუთ ოლქს. უწყების ჩამონათვალშია – ამურის ოლქი, ირკუტსკის, მურმანსკის, რიაზანისა და ივანოვის ოლქები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend