მთავარიკუბიEuronews-ის სახელით სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება

Euronews-ის სახელით სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება

რუსულ ტელეგრამარხებზე Euronews-ის სახელით გავრცელდა ყალბი ვიდეო, რომელიც მოლდოვაში არსებულ კორუფციასა და იარაღის შავ ბაზარს შეეხება.

ვიდეოში გამოყენებულია Euronews-ის გაშუქების სტილი, გრაფიკა და ფორმატი, თუმცა სინამდვილეში მედიას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ვიდეოში საუბარია – თითქოს მოლდოვის შეიარაღებულ ძალებში არსებული კორუფციის მაღალი დონე ქვეყანას იარაღის შავი ბაზრის მთავარ „ჰაბად“ აქცევს. ვიდეოში ჩანს, რომ იარაღის გამყიდველები მოლდოვას იყენებენ ბუფერულ ზონად უკრაინიდან იარაღის უკანონო გატანისთვის ევროპასა და სხვა რეგიონებში.

ვიდეო ასევე ეყრდნობა ევროპულ საკითხებში რუმინეთის სახელმწიფო მდივნის, კლარა სტაიკუს ცრუ ციტატას. მას მიაწერენ სიტყვებს, თითქოს მოლდოვა იარაღის გამყიდველებისთვის იდეალური სატრანზიტო პუნქტია ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული კორუფციის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend