მთავარიკუბისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დასავლელი ლიდერები ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დასავლელი ლიდერები ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. მისი განცხადებით, ქართველ ხალხს აქვს იმის საფუძველი, იამაყონ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.

მისივე თქმით, ეს დღე იმის შეხსენებაცაა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად.

„ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული, სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისიც აქვეყნებს მოლოცვის პოსტს პლატფორმა X-ზე: „დამოუკიდებლობის დღე პატივს მიაგებს იმ გამბედაობას, რაც სჭირდება თავისუფლების არჩევასა და დაცვას. თავისუფლება, ერთხელ მოპოვებული, უნდა იყოს დაცული – დაე, ყოველთვის გქონდეთ ძალა ამის გასაკეთებლად“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend