მთავარიკუბიზურაბ ჯაფარიძის დაკავება - გამოხმაურება დასავლეთში

ზურაბ ჯაფარიძის დაკავება – გამოხმაურება დასავლეთში

ქართველი ოპოზიციონერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში! კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა ქართული ოცნების რეჟიმის ე.წ. “საპარლამენტო კომიტეტთან” თანამშრომლობაზე, დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს”, – ევროპარლამენტარი პეტრას აუტრევიჩუსი.

„საქართველო ახალი ბელარუსი ხდება? ჩვენ რა გავაკეთოთ?“, -ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.

“დღეს, საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოპოზიციური პარტიის ლიდერის – უკანონოდ დაკავებით. საქართველოს დამოუკიდებლის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, სასწრაფოდ საჭიროა, რომ დემოკრატიული ერები სიტყვებს გასცდნენ, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს მათი მომავლის დაბრუნებაში. თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს!” – ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი .

ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებამ, რომელიც მკაცრად გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და ასევე სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს.

“ფიქციური სასამართლოს კარს მიღმა მისი დაპატიმრება, არის უახლესი ნიშანი იმისა, რომ ქართლი ოცნების მთავრობას საზოგადოების ზეწოლის ეშინია და დემოკრატიას ძირს უთხრის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული. “ქართული ოცნების” მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოჰყვეს”, – ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკლირი.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend