სამხედრო კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ხშირად ვრცელდება გამოსახულებები და ვიდეოები, რომლებიც მიმდინარე ამბავს არ შეესაბამება და გამოიყენება მანიპულაციურად.
მაგალითად, ინდოეთი-პაკისტანის განსაკუთრებით დაძაბულ დღეებში ვრცელდებოდა კადრები, რომლებიც სინამდვილეში უკრაინაშია გადაღებული, ასევე ვიდეოები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
