მსოფლიო ლიდერები რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლო განახლებას ეხმაურებიან – ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებამდე ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს.
„მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ უკრაინა კრემლის შეთავაზებას „დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს“.
