Google-მა კიბერ თაღლითობასთან საბრძოლველად, ხელოვნური ინტელექტის გაძლიერება გადაწყვიტა. კორპორაციაში აცხადებენ, რომ მათი ხელოვნური ინტელექტის მოდელი აღმოაჩენს და წინასწარ გააფრთხილებს მომხმარებელს ონლაინ თაღლითობის შესახებ.
თითქმის ყველა, ვისაც ინტერნეტით უსარგებლია, სავარაუდოდ, ჰქონია შემთხვევა, როდესაც ეკრანზე ჩნდება შეტყობინება, თითქოს მოწყობილობას ვირუსი აქვს და სისტემა სთავაზობს ბმულს, ტექნიკური დახმარების მისაღებად ან უსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფად.
ეს საკმაოდ გავრცელებული ონლაინ თაღლითობის სქემაა, რომელთან ბრძოლასაც კომპანია Google-ი აპირებს უფრო აგრესიული მეთოდით. სწორედ ამისთვის გეგმავენ ხელოვნური ინტელექტს გამოიყენებს.