ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, გადასცეს მისალოცი წერილი ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტების სახელზე – ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი.
განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციებმა თავად გაავრცელეს, წერია:
„ამ ნაბიჯით, ქართველმა ახალგაზრდებმა გამოხატეს მადლიერება და პატივისცემა ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი ერთგული პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ურყევი ნება, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ ევროკავშირის ელჩთან დისკუსიის შესაძლებლობა, რა დროსაც ხაზი გაესვა ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში. თავის მხრივ, ახალგაზრდებმა გამოხატეს მადლიერება იმ არაერთი შესაძლებლობისთვის, რასაც მათ ევროკავშირი სთავაზობს”.
მისალოცი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები:
• ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის;
• საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი;
• ევროპული ახალგაზრდული ცენტრი;
• YATA საქართველო;
• ახალგაზრდები დემოკრატიისათვის;
• საქართველოს თანასწორობის ასოციაცია;
• საქართველოს ახალგაზრდული სივრცე;
• საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია;
• ქართულ-ევროპული მოძრაობა;
• საქართველოს მწვანეთა მოძრაობა;
• პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“;
• ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი“;
• საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია;
• JEF Georgia;
• თსუ-ს მდგრადი განვითარების სტუდენტური ჰაბი (SDG Student Hub TSU);
• მწვანე იმპულსი;
• სამეცნიერო მისია;
• პოლიტიკური განათლების სკოლა;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა;
• საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია;
• ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი-LAG Upper Svaneti.