ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ ვიდეოპლატფორმა TikTok 530 მილიონი ევროთი (600 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. კომისია ევროკავშირის მონაცემთა კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მარეგულირებელ უწყებას წარმოადგენს.
გადაწყვეტილება მიიღეს 4-წლიანი გამოძიების შემდეგ, რომელიც ევროპელი მომხმარებლების მონაცემების დაცვას ეხებოდა.
TikTok-მა ვერ დაასაბუთა, რომ ევროპელი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ჩინეთის ხელისუფლებას არ ექნებოდა.
