თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვა საწყობებია განლაგებული.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო ჯგუფები იყო მობილიზებული.
.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ მოვაჭრეები, რომლებიც სასაწყობე ფართებიდან თავიანთი საქონლის გამოტანას ცდილობდნენ. ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა.