გუშინ 23 აპრილს რუსეთის პირველ არხზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიუჟეტი გავიდა.
რუსი „პრანკერები“ მოჭადრაკე გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს უჩა ნანუაშვილს.
აღსანიშნავია, რომ მოჭადრაკე გარი კასპაროვი აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ მოძრაობაში და მუდმივად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. 2013 წლის ივნისში მან დატოვა რუსეთი და ემიგრაციიდან გააგრძელა „პუტინის რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლა.
2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კასპაროვი ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მისი სახელი შეტანილია „უცხოური აგენტების“ რეესტრში.
გავრცელებული ვიდეოს თანახმად, რომელიც დამონტაჟებულია და თარგმნილია რუსულად „პრანკერებმა“ სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილთან განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გადაცემაში მიზანმიმართულად არის დამახინჯებული ფაქტები და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს- გაავრცელონ დეზინფორმაცია ქართული პროდასავლური ჯგუფების შესახებ. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ”.
რუსი „პრანკერები“ ვლადიმერ კუზნეცოვი და ალექსეი სტოლიაროვი ანუ ვოვანა და ლექსუსა ცნობილები არიან იმით, რომ ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებენ რუს და მსოფლიოს პოლიტიკოსებთან საუბრების ჩანაწერებს. მსგავსი მეთოდებით „დაპრანკული“ ჰყავთ არაერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ავსტრალიერი დეპუტატები, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და მრავალი სხვა.
2016 წელს გამოცემა „გარდიანი“ წერდა, რომ მათ მიერ მოწყობილი „პრანკების“ წარმატებულობა დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან, თუმცა თავად ლექსუსა და ვოვანა ამას უარყოფენ.