მთავარიკუბიხელოვნური ინტელექტის როლი ჟურნალისტიკაში

ხელოვნური ინტელექტის როლი ჟურნალისტიკაში

იტალიური ყოველდღიური გაზეთის Il Foglio-ს რედაქციამ ხელოვნური ინტელექტის „ჩატბოტი“ შექმნა, რომელსაც ერთი თვე ნიუსრუმში გამოიყენებენ.

გაზეთში უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი 22 სტატია გამოქვეყნდა.
გაზეთის რედაქტორი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი „ნიუსრუმში“ ინტეგრირებული იქნება და კვირაში ერთხელ სწორედ მის მიერ შექმნილი სტატიები გამოქვეყნდება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე არაერთმა მედიასაშუალებამ დაიწყო, თუმცა ლონდონის ეკონომიკის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების 60% მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არაეთიკურია.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ დაახლოებით, 105 მედიაორგანიზაციაში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ყოველდღიური სიახლეების შეგროვებასა და გამოქვეყნებისთვის.

თუმცა სხვები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შესაძლოა, მედიაორგანიზაციებს საზოგადოების ნდობა დააკარგვინოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend