კატეგორიები
ევროპის რომელ ქვეყნებში ვრცელდება რუსული პროპაგანდა?
კუბი

ევროპის რომელ ქვეყნებში ვრცელდება რუსული პროპაგანდა?

ახალი კვლევის მიხედვით, რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის დიდი რაოდენობა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებში ვრცელდება.

ეს კვლევა ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმაციის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის ცენტრმა ჩაატარა.

ამ დეზინფორმაციულ ქსელს ჰქვია „პრავდა”, რომელიც ასევე „პორტალ კომბატის“ სახელითაც არის ცნობილი. კვლევაში აღნიშნულია, რომ „პრავდა” ევროპის ქვეყნებში დეზინფორმაციას ბოლო 17 წელია ავრცელებს.

რუსული პროპაგანდის გავრცელების მასშტაბით მოლდოვა გამოირჩევა. მთავარ მიზეზს კი პოლიტიკური კონტექსტი წარმოადგენს. მოლდოვამ 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რის გამოც ქვეყანაში პრორუსული და პროდასავლური ძალები ერთმანეთს ებრძვიან. რუსეთი კი გავლენის გაფართოებას ცდილობს.

Latest video