კატეგორიები
ღვინო, როგორც სატყუარა – რუსი ჰაკერების სამიზნე ამჯერად ევროპელი დიპლომატები გახდნენ
კუბი

ღვინო, როგორც სატყუარა – რუსი ჰაკერების სამიზნე ამჯერად ევროპელი დიპლომატები გახდნენ

რუსმა ჰაკერებმა ევროპელი დიპლომატები სამიზნეში ამოიღეს. ჰაკერული ჯგუფებისგან დიპლომატებს ეგზავნებოდათ შეტყობინებები სათაურებით „ღვინის დეგუსტაციის ღონისძიება”, „დიპლომატიური ვახშამი” და სხვა.

ეს შეტყობინებები შეიცავდა მავნე პროგრამულ კოდს, რომლის ჩამოტვირთვის შემთხვევაში რუსი ჰაკერები ევროპელი დიპლომატების პირად ინფორმაციას იგდებდნენ ხელში. ამის შესახებ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების კომპანია Check Point-მა გაავრცელა.

კომპანიის კვლევაში ნათქვამია, რომ ჰაკერთა ამ დაჯგუფებას ერქვა Cozy Bear, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დაჯგუფებად მიიჩნევა, დასავლური დაზვერვის ცნობით კი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირდება. სწორედ ეს ჯგუფი ასოცირდება 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან.

Latest video