კატეგორიები
სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
კუბი

სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

„სად არის ოლენა ზელენსკა?”- სოციალურ ქსელში ტელეკომპანია BBC-ის ლოგოთი ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პირველი ლედი ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს.

ეს ინფორმაცია რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ BBC-ის მსგავსი ამბავი არ გამოუქვეყნებია.

რეალურად კი, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დამუშავებული და ძალიან ჰგავს ტელეკომპანია BBC-ის გაშუქების სტილს, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა კი აღმოაჩინა ბრიტანული გაზეთების ყალბი ყდები სათაურით „სად არის ოლენა ზელენსკა?” რუსულ პროპაგანდისტულ არხებსა და „ტელეგრამზე” გავრცელდა.

Latest video