საგარეო და უსაფრთხოებით საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომში ჩინეთი რუსეთის მთავარი ხელშემწყობია. ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
The first two captured Chinese citizens. Today, investigators from the Security Service of Ukraine spoke with them. We are working to establish all the facts regarding the involvement of these and other Chinese citizens being part of the Russian occupation army. Ukrainian… pic.twitter.com/PkBpBjI2Qm
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 9, 2025
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთს მასშტაბური ომის წარმოება გაუჭირდებოდა. უკრაინული მხარე კი იუწყება, რომ ფრონტზე მათ ჩინელი სამხედროები დააკავეს. ჩინეთის მხარე უკრაინაში ჩინელი მებრძოლების ყოფნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მას „სრულიად უსაფუძვლოს” უწოდებს.
Ukraine is fighting a war that only Russia wants to continue.
The urgency of international support for Ukraine is clear.My press conference with Prime Minister @Denys_Shmyhal and Commissioner @MartaKosEU following the EU-Ukraine Association Council ↓ https://t.co/Q6n3aiPHTE
— Kaja Kallas (@kajakallas) April 9, 2025
„ვხედავთ, რომ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის 80% რეალურად ჩინეთის გავლით შედის.
ჩვენ ასევე ვხედავთ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, ასევე სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში შედის უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად.
ერთი რამ ცხადია, თუ ჩინეთი შეწყვეტს რუსეთის მხარდაჭერას, ამას აუცილებლად ექნება გავლენა ომზე”, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოებით საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა კაია კალასმა.