“ქართული ოცნების” მიერ შექმნილ დროებით კომისიას, რომელიც ამ ეტაპზე განიხილავს 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელსაც ხელმძღვანელობს თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
კონკრეტულად აგვისტოს ომის განხილვა კვლავ გახდა დისკუსიის საგანი, მას შემდეგ რაც გამოიკითხა ორი გენერალი ზაზა როგავა და მამუკა ყურაშვილი.
კომისიის სხდომის პარალელურად მოქალაქეები პარლამენტთან იყვნენ შეკრებილნი პროტესტის გამოხატვის მიზნით და აცხადებდნენ, რომ კომისია ცდილობს ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალოს.
