აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტს“.
“მეგობარი აქტი“ ორპარტიულია და საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში აშშ-ის მხრიდან დახმარებას ითვალისწინებს.
ეს კანონპროექტის დამტკიცების პირველი ეტაპია. კანონად ქცევისთვის ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი – მთლიანმა პალატებმა. მოგვიანებით, ხელმოსაწერად კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს უნდა გადაეცეს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „მეგობარი აქტს“ 18 თანასპონსორი ჰყავს და რამდენიმე პუნქტს მოიცავს. მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, სანქციებს საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი პირებისთვის, ასევე მათ მიმართ, ვინც “ხელს უწყობს რუსული ინტერესების გატარებას”