მთავარიEuropean Unionევროკავშირი საფრთხეების შეკავების დოკუმენტებზე მუშაობს

ევროკავშირი საფრთხეების შეკავების დოკუმენტებზე მუშაობს

ევროკავშირი უსაფრთხოების საკითხებს აქტიურად განიხილავს. მაგალითად,პროექტი REARM Europe ძირითადად ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის შესაძლებლობებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას.

ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინისადმი დამოკიდებულება, სულ მცირე, ბუნდოვანებითაა მოცული. „ევროპამ უნდა იმოქმედოს სწრაფად“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროპის პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დავუმტკიცოთ სკეპტიკოსებს, რომ ისინი ცდებიან.  უნდა დავრწმუნდეთ, რომ დღევანდელი კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ, როგორც ამას ვაკეთებდით ჩვენი ისტორიის მანძილზე.

გავაკეთოთ უფრო მეტი, მივიღოთ უფრო მნიშვნელოვანი და სწრაფი გადაწყვეტილება, რათა გზა გავუხსნათ ევროპის ხვალინდელ კეთილდღეობას. პრიორიტეტი მივანიჭოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი კავშირის  გრძელვადიან მოთხოვნილებებს. უპირველესად კი უსაფრთხოებას“,  – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ.

ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სახელწოდებით  „ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ევროპა მწვავე და მზარდი საფრთხის წინაშე დგას. ერთადერთი გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საფრთხეების შეკავება.

დოკუმენტში საუბარია, რომ ევროპას აქვს ძლიერი პოტენციალი და ფინანსური რესურსი, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში თავდაცვისუნარიანობა დასუსტებული იყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპამ ახლა სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას.

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკომისიამ მოამზადა შიდა უსაფრთხოების სტრატეგიაც, რომელიც მოიცავს ისეთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონფლიქტებისა და კრიზისების დროს უბრალო მოქალაქეები.

მაგალითად, მათ უნდა მოიმარაგონ საკვების ის რაოდენობა, რომ   72 საათი ეყოთ. ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი როქსანა მინზატუ ამ დოკუმენტს უახლოეს პერიოდში წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend