გამოცემა Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით – „ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით მომწერა ომის გეგმები“, შემდეგ კი ეს ინფორმაცია თავად თეთრ სახლში დაადასტურეს.
როგორც გაირკვა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საიდუმლო მიმოწერაში გამოცემა Atlantic-ის მთავარი რედაქტორი შემთხვევით დაამატეს, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები იემენში დაჯგუფება ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ.
ტრამპის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ეს მიმოწერა რეალურია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელმა, ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ შესაბამისი სწავლობენ, თუ როგორ აღმოჩნდა უცხო საკონტაქტო ნომერი აპლიკაცია Signal-ის დახურულ მიმოწერაში.