კატეგორიები
X-ზე თურქი ოპოზიციონერებისა და აქტივისტების ანგარიშები იბლოკება
კუბი

X-ზე თურქი ოპოზიციონერებისა და აქტივისტების ანგარიშები იბლოკება

ილონ მასკის სოციალურ პლატფორმა X-ზე დაიწყო თურქეთში ოპოზიციონერებისა და კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების ანგარიშების დაბლოკვა, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე.

გამოცემა Politico-ს ცნობით, შეჩერებული ანგარიშების უმეტესობა უნივერსიტეტებთან ასოცირებული აქტივისტების ანგარიშებია, რომლებიც აზიარებდნენ საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციებს.

დემონსტრაციები თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას მოჰყვა.

Latest video