მთავარიკუბირა მოხდა 23 მარტს „დინამო არენაზე?”

რა მოხდა 23 მარტს „დინამო არენაზე?”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს თბილისში „დინამო არენას“ სტადიონზე გუშინ, 23 მარტს, სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართული საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე. ლევან კობიაშვილი „მიუღებლად“ აფასებს სტუმარი გუნდის გულშემატკივრების შეურაცხყოფას.

„ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო შეურაცხვყავით როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება. მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად, დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი”, – წერს ის.

კობიაშვილი მადლობას უხდის სტუმართა გუნდს და მათ გულშემატკივრებს, „რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს” და გამოთქვამს იმედს, რომ „როგორც საქართველო, ისე სომხეთი 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება”.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა სოციალურ ქსელში.

„როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის. ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend