აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ თეოდორ ჩანგმა დაასკვნა, რომ ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), სავარაუდოდ, მრავალმხრივ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას USAID-ის (საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) დახურვით.
USAID-ის დაფინანსების შემცირების შემდეგ 6200 გლობალური პროგრამიდან გააჩერეს 5200 პროგრამა და ათი ათასი თანამშრომლიდან თანამდებობაზე დაახლოებით 611 ადამიანი დარჩა.