17 მარტს დააყადაღდა ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და მასზე არსებული თანხა. როგორც საქართველოს პროკურატურა იუწყება, ეს მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” გამოეხმაურა ფონდების დაყადაღების საკითხს. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს, აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და აქციების მონაწილეთა დასჯას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანარიშების დაყადაღება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აგრძელებენ საკითხის შესწავლას და ფონდებისათვის სასამართლოს განჩინებების ჩაბარებისა და ანალიზის შემდგომ საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს წარუდგენენ.
