კატეგორიები
ტრამპმა გრანტი შეუწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ზედამხედველ სააგენტოს
კუბი

ტრამპმა გრანტი შეუწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ზედამხედველ სააგენტოს

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შემცირება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც „რადიო თავისუფლებას,“ „ამერიკის ხმასა“ და ზოგიერთ სხვა მედიასაშუალებას  მეთვალყურეობს.

ბრძანების გამოქვეყნებიდან მალევე გავრცელდა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ წყდება გრანტი, რომელიც ეკუთვნოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას.

მედიასააგენტოების ხელმძღვანელები უკვე გამოეხმაურნენ ამ გადაწყვეტილებას. „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა თქვა, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა, „დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“.

Latest video