მთავარიკუბისერბი ოპოზიციონერები: „მთავრობამ დემონსტრაციაზე აკუსტიკური იარაღი გამოიყენა”

სერბი ოპოზიციონერები: „მთავრობამ დემონსტრაციაზე აკუსტიკური იარაღი გამოიყენა”

სერბეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები და სერბული უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ დემონსტრაციის დროს მთავრობამ გამოიყენა საყოველთაოდ აკრძალული აკუსტიკური იარაღი, რომელიც ასხივებს მიზანმიმართულ ხმოვან ტალღას, რათა ხალხმა დროებით ქმედუნარიანობა დაკარგოს.

ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ ვუჩიჩის მთავრობას ბრალს წარუდგენენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და შიდა სასამართლოებში.

სერბი მაღალჩინოსნები უარყოფენ, რომ 15 მარტს ბელგრადში გამართული მასობრივი ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად სამხედრო დონის აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შაბათს ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციებში სულ მცირე 107,000 ადამიანი მონაწილეობდა.

DW-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ორგანიზაცია „სახალხო კრებების არქივი“, რომელიც ქუჩის პროტესტს აკვირდება, წერს, რომ აქციაზე 275-325 ათასი დემონსტრანტი იყო.

BBC-ის ცნობით, სერბეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაში 325 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend