მთავარიკუბისომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო დოკუმენტის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო დოკუმენტის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ტექსტი უკვე დაწერილია და დარჩა მხოლოდ ხელმოწერა.

თავდაპირველად ჟურნალისტებთან საუბრისას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეინჰუნ ბაირამოვმა განაცხადა და თქვა, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მხარის წინადადება ორ პუნქტზე, რომლებზეც აქამდე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა.

„შემდეგ ეტაპზე ბაქოს მოლოდინი ასეთია – სომხეთმა უნდა შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში, რომელშიც ჯერ კიდევ აღწერილია ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანთან“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სომხეთში თავის მხრივ დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაიწყონ ბაქოსთან მოლაპარაკება დროისა და ადგილის შესახებ, თუ სად მოაწერენ დოკუმენტს ხელს.

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას 2023 წლიდან ცდილობდნენ, მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანი აკონტროლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend