მთავარიკუბიდონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მილიონობით დოლარის დაფინანსება შეუმცირა კიბერუსაფრთხოების ორ პროგრამას

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მილიონობით დოლარის დაფინანსება შეუმცირა კიბერუსაფრთხოების ორ პროგრამას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ მილიონობით დოლარით შეუმცირა დაფინანსება კიბერუსაფრთხოების ორ პროგრამას.

ერთ-ერთი პროგრამა ეხმარებოდა შტატებსა და ადგილობრივი არჩევნების ოფიციალურ პირებს საარჩევნო პროცესების კიბერშეტევებისგან დაცვაში.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, შეამციროს ფედერალური მთავრობის ჩართულობა არჩევნების უსაფრთხოებაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის არჩევნებში უცხო ძალების ჩარევა.

„აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ  წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარით შეაჩერა „ინტერნეტუსაფრთხოების ცენტრის“ დაფინანსება”, – ამასთან დაკავშირებით ამერიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ გააკეთა ოფიციალური განცხადება.

არაკომერციული ორგანიზაცია „ინტერნეტუსაფრთხოების ცენტრი” მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესის კიბერშეტევებისგან დაცვაზე. ახლა კი, როგორც ისინი აცხადებენ, შესაძლოა, ქვეყნის არჩევნებში უცხო, საგარეო ძალები ჩაერთონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend