კომპანია META-ს ყოფილი თანამშრომელი ტექნოლოგიურ გიგანტს არაერთ ბრალდებას უყენებს.
META-ს გლობალური პოლიტიკის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა სარა ვინ უილიამსმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ის დეტალურად ლაპარაკობს „ფეისბუკის”, როგორც ძალადობის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევებზე.