კატეგორიები
პუტინის პარტიას აკრიტიკებენ დაღუპულ ჯარისკაცთა დედებისთვის ხორცსაკეპი მანქანების ჩუქების გამო
კუბი

პუტინის პარტიას აკრიტიკებენ დაღუპულ ჯარისკაცთა დედებისთვის ხორცსაკეპი მანქანების ჩუქების გამო

რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“, წევრებმა უკრაინასთან ომში დაღუპულთა დედებს ხორცსაკეპი მანქანებით მიულოცეს 8 მარტი, მურმანსკის რეგიონში.

ამის ამსახველი ფოტოები რუსულ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, რასაც არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა კომენტარებში.

ხალხი ბრაზობდა და საჩუქარს შეუსაბამოს უწოდებდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე კომენტარების ველი მალევე დახურეს.

Latest video