Politico წერს, რომ ტრამპთან დაახლოებული თანამდებობის პირები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოპონენტებს, პეტრე პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს, რათა გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში არჩევნების ჩატარება.
NBC news-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი განიხილავს ნატოსთან მიმართებით აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას, კერძოდ ნაწილობრივი უარის თქმას მეხუთე მუხლზე, რომელიც ავალდებულებს ნატოს წევრ ქვეყნებს დაიცვან სხვა ნატოს წევრი ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში.
“თუ არ გადაიხდიან, მე მათ დაცვას არ ვაპირებ”, – დაადასტურა მოგვიანებით თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.