მთავარიამერიკააშშპანამის არხის ძირითად პორტებს ამერიკული კომპანია გააკონტროლებს

პანამის არხის ძირითად პორტებს ამერიკული კომპანია გააკონტროლებს

პანამის არხზე ამერიკის კონტროლი იზრდება. ძირითადი პორტების საკონტროლო წილს ამერიკული კომპანია შეიძენს. ეს მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ, კერძოდ, დონალდ ტრამპმა პანამის არხზე კონტროლის დამყარების თაობაზე პრეტენზიები გამოთქვა იმ არგუმენტით, რომ ადგილზე მეტისმეტად დიდი იყო ჩინეთის გავლენა.

ზეწოლამ შედეგი გამოიღო, პანამის პორტების ოპერატორმა ჰონგ-კონგურმა კომპანიამ Hutchison Holdings-მა განაცხადა, რომ აქციების 90%-იან წილს ამერიკულ საინვესტიციო კომპანია  Black Rock-ს 19 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.

წინაპირობის მიუხედავად, Hutchison-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან გარიგება ვიწროდ კომერციულ ხასიათს ატარებს და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

პანამის ტერიტორიაზე მდებარე არხი წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს. მისი მშენებლობის შემდეგ ამერიკულმა მხარემ ის 1999 წელს პანამას გადასცა. დონალდ ტრამპი 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში მასზე კონტროლის მოპოვებაზე საუბრისას სამხედრო ძალის გამოყენებასაც კი არ გამორიცხავდა. ამას პანამაში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend