მთავარიკულტურამილანის მოდის კვირეულზე მოდის სახლებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარადგინეს

მილანის მოდის კვირეულზე მოდის სახლებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარადგინეს

მილანის მოდის კვირეული ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა მოდის სამყაროში, თუმცა 2025 წლის სეზონი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა. მსოფლიო ბრენდებმა, Gucci-მ, Armani-მ, Versace-მ, Prada-მ და Cavalli-მ, თავიანთი შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციები წარადგინეს.  ეს იყო კვირეული, რომელსაც მოდის ინდუსტრიის მომავალზე დიდი გავლენა ექნება.

გადავხედოთ, როგორ იყო წარმოდგენილი მილანის პოდიუმზე, ისტორიისა და თანამედროვე ექსპერიმენტების ერთობლიობა.

მოდის სახლმა Gucci-მ მოდის ახალი კურსი და ფერის ცვლილება შემოგვთავაზა.

Gucci-მ თავისი ჩვენება სრულიად ახალი პალიტრით გახსნა. სადა, წითელი ფერი ჩაანაცვლა მუქმა წითელმა, რომელიც საბატო დე სარნოს დირექტორობისას ბრენდის მთავარი ფერი გახდა. ფერის ცვლილება არა მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ Gucci-ს კრეატიული კურსის ცვლილების სიმბოლოც იყო.

Gucci-ს კოლექციის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე Copyright AP Photo/Luca Bruno

პოდიუმზე მწვანე ხალიჩა იყო გაშლილი, ხოლო კოლექცია კი ასახავდა ბრენდის ისტორიას. წარმოდგენილი იყო:

  • 1960-იანი წლების მოკლე, კუბური ფორმის პიჯაკები, რომლებიც მინიქვედაკაბებთან იყო შეხამებული;

  • 1990-იანების აბრეშუმის კაბები მაქმანებით, რომლებიც ნოსტალგიურ ელფერს მატებდა კოლექციას;

  • მოქარგული კორსეტები მკვეთრ ფერებში, რომლებიც მკაცრ შავ სამოსს აბალანსებდა;

  • მამაკაცის პერანგები გამოკვეთილი წელის ფორმებით;

  • ხელოვნური ბეწვისა და ცივი სეზონისთვის განკუთვნილი ტყავის ტრენჩები.

Gucci-მ ამ კოლექციით თავისი გარდამავალი პერიოდი წარმოაჩინა და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, აშკარაა, რომ ბრენდი ახალი კონცეფციით ახლდება.

ჯორჯო არმანი, რომელიც 90 წლის ასაკშიც კი მოდის სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა, ახალი კოლექციით საკუთარ მემკვიდრეობას დაუბრუნდა.

ტექსტურებისა და ელეგანტურობის ნაზავი – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც პოდიუმზე ვიხილეთ.

  • კოლექციის გახსნისას წარმოდგენილი სამოსი ხავერდისა და ტყავის მდიდრული კომბინაციით გამოირჩეოდა;

  • სილუეტები ზედმეტ დეტალებს იყო მოკლებული, რაც Armani-ს ხელწერას უსვამდა ხაზს;

  • ძირითადი ფერები – მიწის ტონი, მუქი ნაცრისფერი, შავი და ოქროსფერი იყო;

  • ფართო შარვლები და განიერმხრებიანი პიჯაკები Armani-ს კლასიკას ქმნიდა;

  • მაქმანის ლამაზი დეტალები, მსუბუქი ნაჭრები ცივი სეზონისთვის გრაციოზულობას ინარჩუნებდა.

შოუს დასასრულს, არმანი ბრჭყვიალა სამოსში გამოწყობილ მოდელებთან ერთად გამოვიდა პოდიუმზე, რაც კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ მისი სტილი თაობების განმავლობაში უცვლელია.

Versace-ს ჩვენება დრამატული და ენერგიული იყო. კოლექციამ ერთგვარი „საბრძოლო განწყობა” შექმნა და ის თითქოს ძალას, წინააღმდეგობასა და სექსუალურობას აერთიანებდა.

დონატელა ვერსაჩე (ცენტრში), Versace-ს მოდის სახლის კოლექციის ჩვენება, მილანის მოდის კვირეული Copyright AP Photo/Luca Bruno

Versace-მ წარმოადგინა:

  • კომბინეზონები და პალტოები, რომლებზეც ცხოველები იყო გამოსახული – ვერსაჩესთვის კლასიკური ელემენტების სიმბოლო იყო;

  • მბზინავი მეტალის კაბები და მოკლე მაისურები;

  • მაღალქუსლიანი ჩექმები და მჭიდრო სილუეტები, რომლებიც სხეულის ხაზებს კიდევ უფრო კვეთდა;

  • Versace-ს სექსუალურობა აბრეშუმის კომბინეზონებითა და მკაცრი პიჯაკებით იყო გამოხატული;

  • ქუდები, რომლებიც  ბრძოლის დასრულების განწყობას ქმნიდა.

ამ კოლექციით Versace-მ  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ენერგიული და გაბედული ქალის სახე.

Prada-მ თავისი კოლექცია გახსნა „პატარა შავი კაბით”, რომელიც დრამატულ განწყობას ქმნიდა. მიუჩა პრადამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ამჟამად „საკმაოდ შავ მომენტს” გადის და ეს განწყობა კოლექციაშიც აისახა.

  • მშრალი ნაკერები და განზრახ დაუმუშავებელი ტანსაცმლის ტექსტურები;

  • პიჟამების სტილის გადმოტანა დღის სამოსზე – ღილებიანი პერანგები;

  • მაქმანიანი აბრეშუმის კაბები, რომლებიც 90-იანებს მოგაგონებთ;

  • ფანქრის სტილის ქვედაკაბები, მბზინავი ტყავი და ხელოვნური ბეწვის დეტალები;

  • სამკაულებით გაწყობილი მოკლემკლავიანი და მილისებრი ზედები.

Prada-ს კოლექცია იყო მინიმალიზმისა და კომფორტის შერწყმა, რომელიც თანამედროვე ქალის თავისუფლებას უსვამდა ხაზს.

Roberto Cavalli-მ კოლექცია პომპეისგან შთაგონებული ფერებითა და ტექსტურებით შექმნა:

  • აბრეშუმის კაბებსა და ხავერდის მინიკაბებზე გამოსახული ცხოველები და მედუზები;

  • საღამოს კაბები;

  • მუქი ტყავის ტრენჩები პომპეის ფერფლის შტრიხებით.

Roberto Cavalli-ს კოლექციის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე Copyright AP Photo/Antonio Calanni

ეს იყო Cavalli-ს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და დრამატული კოლექცია, რომელიც ბერძნულ-რომაული კულტურის სიმბოლო იყო.

მილანის 2025 წლის მოდის კვირეული დიდი ტრანსფორმაციების ეპოქას ასახავდა. Gucci ახალ ეტაპს იწყებს,  Armani კლასიკას ინარჩუნებს, Versace საბრძოლო განწყობას ქმნის, Prada მინიმალიზმსა და კომფორტს უსვამს ხაზს, ხოლო Cavalli ისტორიულ სილამაზეს აცოცხლებს.

ამ კვირეულის შემდეგ მოდის სამყაროს წინ დიდი ცვლილებები ელის, მაგრამ ერთი რამ ნათელია – იტალიური ბრენდები არასდროს კარგავენ თავიანთ უნიკალურობას!

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend